2018 წლის 4ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით გავიარე ტრენინგი " ისტ_ის გამოყენება სასწავლო პროცესში", სულ 32 საათი, 8 სამუშაო დღე.
ტრენინგმა ბევრი რამ მომცა ჩემი პროფესიული წინსვლისათვის. ვისწავლე power point_ში მუშაობა, ისტ_ის გამოყენება სასწავლო პროცესში, მასალების მოძიება, საინტერსო საიტების მისამართები, ბმულების შექმნა, მასალაზე ხმის დადება, ანიმაციების გამოყენება, სემესტრული და წლიური ნიშნების გამოყვანა ელექტრო ცხრილებით, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და გამოყენება და სხვა. შესწავლილი მასალა იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო, აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
ტრენერი ნათია ცინცაძე დიდი გულისხმიერებითა და პროფესიონალიზმით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, გასაგებად, ლაკონურად გვიხსნიდა მასალას, საჭიროებისამებრ იმეორებდა გაუგებარ მასალას, გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. ტრენინგზე იყო ძალიან სასიამოვნო და პოზიტიური გარემო. ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქალაბატონ ნათიას!
ასევე დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ტრენინგის ორგანიზებისათვის!
Комментариев нет:
Отправить комментарий