პროექტი



     პროექტის სახელწოდება:   გეომეტრია ჩვენს ირგვლივ
   
    პროექტის მთავარი იდეა:   მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა  ფიგურის            ფართობისა და პერიმეტრის  გამოთვლა პრაქტიკულად, სხვადასხვა  პრობლემის                გადასაჭრელად.
 
     პროექტის აქტუალობა:     მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ ფიგურების ფართობის                   გამოსათვლელი ფორმულები,  მნიშვნელოვანია მოახდინონ  ამ  ცოდნის ტრანსფერი,         თვითონ  ჩაატარონ საჭირო  გაზომვები და ჩაერთონ  პრაქტიკულ საქმიანობაში.

     პროექტის მიზნები:  მოსწავლეები ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენებენ ბრტყელი             ფიგურის ფართობის გამოსათვლელ ფორმულებს, შეასრულებენ საჭირო                               გაზომვებს,  შეასრულებენ პირად ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან დაკავშირებულ                  გამოთვლებს და შეფასებებს შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით;   
       მონაწილეთა ასაკი:  13 - 14 წელი
      
      ვადები/ხანგრძლიობა:  ორი კვირა

      მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   მოსწავლეები               მოიძიებენ   სხვადასხვა პრაქტიკულ ამოცანებს, რომლის ამოხსნის  დროს თვითონ             შექმნიან  ამ ამოცანის გადასაჭრელად საჭირო სამუშაოს გეგმას,   გაწერენ საჭირო                 ნაბიჯებს, შეასრულებენ ამოცანას, შექმნიან ამოცანის შესაბამის მაკეტს ან გეგმას                 მოახდენენ მის პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.

      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ჩანაწერების დღიური, გასაზომი            ხელსაწყოები.   მუაოს ფურცლები მაკეტების  შესაქმნელად, ფურცლები გეგმებისთვის

     პროექტის მსვლელობა: 
      1.მოსწავლეები მოიძიებენ რეალური ვითარების ამღწერ პრაქტიკულ   ამოცანებს, 
            რომლების  ამოხსნის დროს  დასჭირდებათ ფიგურის ფართობის  ან/და  
            პერიმეტრის გამოთვლა.
      2.ამოცანებს  დაახარისხებენ, გადაანაწილებენ ჯგუფებში. 
      3. თითოეული ჯგუფი შექმნის  მისი ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  სამუშაო                        გეგმას. 
      4. აწარმოებენ ჩანაწერების დღიურს, რომელსაც პერიოდულად ამოწმებს პროექტის                ხელმძღვანელი
      5. შეასრულებენ  საჭირო გაზომვებს, გამოთვლებს.  
      6. შექმნიან მათი ამოცანის ამსახველ მაკეტებს ან გეგმებს
      7.  ნამუშევრების განხილვა და შეფასება.

   
     საგნებთან კავშირი/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: 
          მათ. IX.4. 
  • ასრულებს პირად ხარჯთაღრიცხვასთან, შემოსავლთან დაკავშირებულ გამოთვლებს და შეფასებებს შემდგომი მოქმედების დაგეგმვის მიზნით; 
           მათ. IX.8. 
  • დაადგენს ფიგურის ზომებს შორის დამოკიდებულების ტიპს და იყენებს ამ დამოკიდებულებას ამოცანების ამოსახსნელად (მაგალითად, კვადრატის ფართობის დამოკიდებულება გვერდზე; წრის ფართობის დამოკიდებულება მის რადიუსზე);
  • იყენებს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს რეალურ ვითარებაში ობიექტთა ზომების ან ობიექტებს შორის მანძილების  დასადგენად (მაგალითად, იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა).


    პროექტის ხელმძღვანელი:  მარინე ახალაია

    ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  marineakhalaia@gmail.com

    პროექტის ვებ გვერდი/ ბლოგი:  https://marine-ist.blogspot.com/
       

Комментариев нет:

Отправить комментарий